პროექტის სახელწოდება:
„ჭოგნარის სკოლის ისტორია“
თემა: ინფორმაციის მოძიება სკოლის ისტორიისათვის დაარსებიდან დღემდე.
მიზანი: მოიძიონ მასალა და გაეცნონ სკოლის ისტორიას მოსწავლეები, ღირსეულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს და მათ წვლილს სკოლის განვითრების საქმეში.
ასაკი: 10-14 წელი.
დრო: 2 თვე.

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად:
პირველი ჯგუფი - მასალის მოძიება სოფლის უხუცეს მოსახლეობასთან,
მეორე ჯგუფი - ფოტო მასალის და საარქივო მასალის მოძიება.
მესამე ჯგუფი- ინტერვიუ ღვაწლმოსილ პედაგოგებთან.
აქტივობები:
· პროექტის გეგმის პირველი ნაწილის შესრულება.
· საგაზეთო ჩანაწერები და საარქივო მასალაზე მუშაობა.
· ფოტომასალაზე მუშაობა
· ღონისძიება - ღვაწლმოსილი პედაგოგების მოწვევა, საზეიმო ღონისძიება, მოძიელბულ მასალაზე ალბომის შედგენა.
რესურსები: ინფორმაციული მასალა, გაზეთები, საარქივო მასალა, ფოტო მასალა, სკოლის მუშაობის ამსახველი მასალა, კომპიუტერი, ინტერნეტი.
შედეგი შეფასება: სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან სკოლის ისტორიას და შეიქმნება ალბომი, რათა მომავალ თაობას არ დაეკარგოს სკოლის ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი; იზოლდა ვაჩეიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: izo.vach2011@gmail.com
ვებ-გვერდი; ivacheishvili.blogspot.com